top of page
Screenshot 2025-08-12 105428.png

გამოხატვის თავისუფლების დაჩქარებული შეზღუდვა

“The more laws, the less justice.”

Marcus Tullius Cicero

ბოლო ორ წელში საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს განსაკუთრებული სისწრაფით, საჯარო განხილვების გარეშე იღებს. ასე სწრაფად კანონების მიღება დაჩქარებული პროცედურითაა შესაძლებელი, რომელიც გულისხმობს სულ რამდენიმე კვირაში, ზოგჯერ 2-3 დღეც საკმარისია, კანონებში ცვლილებების შეტანას.

მაგალითად, დაჩქარებული წესით მიიღეს და შეცვალეს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, დაზუსტდა რა იყო ცილისწამება - მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება,  აიკრძალა ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერ ვითარებაში მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა, შეიცვალა ‘’გრანტების შესახებ’’ კანონი და შეიქმნა მთავრობის დაქვემდებარებული უწყება, რომელიც გრანტებს გასცემს.  ასევე დაკავებისა და გასინჯვის საფუძვლად იქცა გზის გადაკეტვა, აიკრძალა პროტესტებზე ნიღბების ტარება და ლაზერების გამოყენება. ამას მოჰყვება ახალი ჯარიმები, რომლებიც 20 ჯერ ან მეტჯერ ზრდის ჯარიმის ოდენობას. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღიდან 60 დღემდე იზრდება, ასეთი ცვლილებები მხოლოდ შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებს ეხება.  ''ქართული ოცნება'' ცვლილებებს საზოგდოებრივი კეთილდღეობით ხსნის, თუმცა დამოუკიდებელი იურისტები სხვა მიზეზებზე მიუთითებენ. 

parliament-live.jpeg

საქართველო საპარლამენტო მმართველობის ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი ძალაუფლება სწორედაც რომ პარლამენტს აქვს. სწორედ პარლამენტია ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია იმ კანონების მიღებაზე, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განმსაზღვრელი ხდება, ხოლო დეპუტატები კი ის ადამიანები, რომლებიც გადაცემული ძალაუფლების პირობებში ჩვენთვისვე სასიკეთო კანონებს უნდა იღებდნენ. 

საქართველოში დაჩქარებული და გამარტივებული წესებით კანონების მიღების შესაძლებლობა გაჩნდა 2004 წელს, პარლამენტის რეგლამენტის მიღებისთანავე და განისაზღვრა 117-ე და 118-ე მუხლებით. დაჩქარებული წესით კანონების მიღება დემოკრატიულ პრაქტიკაში უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ გადაუდებელ სიტუაციებში, თუმცა საქართველოში ეს მექანიზმი, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, სისტემის პოლიტიკურ იარაღად იქცა, რაც არღვევს როგორც საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობასა და ხარისხს, ისე დემოკრატიულ პრინციპებს და პირდაპირ უქმნის საფრთხეს სიტყვისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას.  როცა საქართველოში დაჩქარებული წესით იღებენ კანონებს, რაც ამ დროს ხდება არის ის რომ, უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მიიღება სულ რამდენიმე დღეში : 

მიღების პროცედურა

დაჩქარებული პროცედურა, გულისხმობს კანონპროექტის სამივე მოსმენით განხილვას და მიღებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. მის ფარგლებში შესაძლებელია აგრეთვე საკანონმდებლო ორგანოს პლენარული სხდომის 1 დღეს კანონპროექტის 2 მოსმენით განხილვა და მიღებაც, თუმცა ეს მხოლოდ მეორე და მესამე მოსმენებს ეხება.

c6f514877034dda66c601c016994b686.jpg

დაჩქარებული წესით განხილვისას დრო ხშირად არ არის საკმარისი, იმისთვის რომ მოხდეს რთული სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყეტილებების საფუძვლიანად გააზრება, გაცნობა და განსჯა, რამდენად შესააბამება ესა თუ ის კანონი ჩვენს კონსტიტუციას, დემოკრატიულ ღირეულებებს და ზღუდავს თუ არა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. არ რჩება დრო ალტერნატიული განხილვებისთვის იურისტების, აკადემიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების მიერ.  პარლამენტმა შეცვალა კანონიც, რომელიც საკანონმდებლო საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან სავალდებულო კონსულტაციას ითხოვდა.  ფაქტობრივად წესები, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება უნდა წარმართოს, ჩვენ უკან თითქმის დახურულ დარბაზებში 2-3 დღეში მიიღება, მხოლოდ შემდეგ ვიგებთ რა არის აკრძალული და რა ნებადართული.

როგორც სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი საბა ბრაჭველი ამბობს: ‘’მხოლოდ 21 კანონი არის მიღებული ‘’სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ , ისეთი კანონები, რომლებიც პირდაპირ ძირს უთხრიან, შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებებს’’. 

6-თებერვალი- შეკრების კანონის ცვლილება - დასჭირდა 3 დღე

15-16 აპრილი- გრანტების შესახებ კანონი- - 3 მოსმენით 2 დღეში მიიღეს

6- თებერვალი- ადმინისტრაციული კოდექსის ცვლილება- დასჭირდა 3 დღე

საჯაროობა არის ასევე ერთ-ერთი არსებითი საშუალება სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნებისათვის - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

image.png

როგორც იურისტი საბა ბრაჭველი ამბობს, გამოხატვის თავისუფლება ეს არის დემოკრატიული ქვეყნებისთვის მთავარი უფლება, მოქალაქეებს კი სწორედ ამ გზით შეუძლიათ ხელისუფლებებს დაანახონ თავიანთი პროტესტი, რასაც პოლიტიკური ცვლილებები უნდა მოჰყვეს. 

თეორიულად, პარლამენტის წევრებს აქვთ კანონის გაცნობის ვალდებულება. პრაქტიკაში კი, როცა ტექსტი სავსეა იურიდიული ტერმინოლოგიით, თანდართული დოკუმენტებით და საერთაშორისო სტანდარტების ციტატებით, ამ ყველაფრის რეალურად გაანალიზებას კვირები სჭირდება, არა დღეები. იურისტს, რომელსაც ასეთი ტექსტების წაკითხვა ყოველდღიური საქმეა, საშუალოდ რამდენიმე დღე ან კვირა მაინც სჭირდება დეტალური ანალიზისთვის. თუ დეპუტატს იურიდიული ან სპეციალური გამოცდილება არ აქვს, მას დასჭირდება კვალიფიციური კონსულტანტების დახმარება, რაზეც საკმარისი დრო და რესურსი ხანდახან არც არის.

no-cameras-allowed-sign-red-prohibition-no-camera-sign-no-taking-pictures-no-photographs-s

როგორ გარემოს ქმნის დაჩქარებული წესებით მიღეული შეზღუდვები სიტყვისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის მხრივ?

ნელ-ნელა ქრება დემოკრატია- დაჩქარებული პროცედურა ნიშნავს, რომ კანონპროექტი არ გადის სრულფასოვან განხილვას, არ ტარდება საკმარისი დებატები და ექსპერტული შეფასებები. შედეგად, საზოგადოების ჩართულობა მცირდება, ხოლო ხელისუფლება იღებს შესაძლებლობას სწრაფად და უმნიშვნელო წინააღმდეგობის გარეშე შეცვალოს ან შეზღუდოს უფლებები. ეს არღვევს დემოკრატიის ძირითად პრინციპს — გააზრებულ და გამჭვირვალე გადაწყვეტილებებს.

სუსტდება მედია და სამოქალაქო სექტორი- დაჩქარებული წესით მიღებული კანონები ხშირად არ უტოვებს სივრცეს ჟურნალისტებს, არასამათავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას, რომ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი, ისე რომ დაპატიმრების ან ჯარიმის საფრთხის წინაშე არ დადგნენ. 

როგორც ვენეციის კომისია, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშავენ, კანონების მიღების დაჩქარებული პროცედურა, ფორმალურადაც და შინაარსობრივადაც ეწინააღმდეგება გამჭვირვალე, დემოკრატიულ მმართველობას, მიღებული და შეცვლილი კანონები კი უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენს ადამიანების უფლებებზე, აზრისა და სიტყვის თავისუფლად გამოხატვაზე, ასეთი სახით კი უდიდესი ზეგავლენის მქონე კანონების მიღება საერთოდ არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს ყველაფერი ხალხის გამო კეთდება, ესაა მარტივად ამოსაცნობი ილუზია, რომელსაც იყენებდნენ და იყენებენ ტოტალიტარული და დიქტატორული რეჟიმები, რათა ჩაეხშოთ თავისუფალი ხმა და შენიღბული კანონებითვე აღესრულებინათ, მათ მიერ ‘’სამართლიანობად’’ ქცეული უსამართლობა. 

როდესაც კანონები სწრაფად და არასისტემურად იცვლება, მოქალაქეებისთვის რთული ხდება იმის გაგება, რა არის ნებადართული და რა — არა. ეს ქმნის შიშის ატმოსფეროს, სადაც ადამიანები ერიდებიან ღიად საუბარს, რათა "შემთხვევით" არ დაარღვიონ ახალი, უცებ მიღებული ნორმები. გახსენებთ რამეს? მაგალითად 1984-ს სადაც ხალხი აღარ ცდილობს წესების დამახსოვრებას, ისინი უბრალოდ ცდილობენ თავი აარიდონ ნებისმიერ რისკს.

1_g8s4n-puPV3y-F2b7ilJ_A.webp
71JUJ6pGoIL._UF1000,1000_QL80_.jpg
162412555.jpg

საქართველოში დაჩქარებული წესით კანონების მიღება მმართველ ძალას აძლევს საშუალებას სწრაფად გაატაროს ინიციატივები, მაგრამ დეპუტატებს საკმარის დროს არ უტოვებს მათ სრულად შესასწავლად და გასაანალიზებლად. ეს ქმნის იმ რეალობას რომ წარმომადგენლობითი ორგანო არ არის თავისუფალი და დამოუკიდებელი არის ერთპარტიული და ფაქტობრივად არ არსებობს ძალაუფლების დანაწილების პრინციპი. ამ კანონების დაჩქარებული წესით მიღება მხოლოდ ერთ მიზანს მმართველი პარტიის ძალაუფლების შენარჩუნებას და რეჟიმის გაძლიერებას ემსახურება. ეს კი ამცირებს გამჭვირვალობას და ზრდის უნდობლობას. დაჩქარებული წესით მისაღები კანონების პრაქტიკას კი  საერთაშორისო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ. საბოლოოდ ეს შედეგად გვაძლევს გამოხატვის თავისუფლების დაჩქარებულად შეზღუდვას, რასაც საზოგადოების მხრიდან საქართველოში უწყვეტი პროტესტი მოჰყვება, მიმდინარე მმართველი ძალის მხრიდან კი კიდევ უფრო მეტი აკრძალვა და კონტროლი. 

Screenshot 2025-08-11 004928_edited.png

სტატიის ავტორი: ლიკა გვენეტაძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია

“The more laws, the less justice.”

Marcus Tullius Cicero

bottom of page